Sxamiani sokoebi - TavWedila

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Аманитовые
Род: Мухомор
Вид: Мухомор пантерный
Международное научное название: Amanita pantherina

 

თავჭედილა - (ინგ. Amanita pantherina) (რუს. Мухомор пантерный)

სინონიმი: უცნობია.

ამანიტასებრთა გვარის სოკო (ლათ. Amanita) ფირფიტოსანთა ოჯახისა (ლათ.Amanitaceae).

აღწერა

ქუდი დიამეტრით 4-12 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებური, შემდეგ ამობერილი და მთლიანად გადაშლილი თხელი დაკბილული კიდეებით და (ხანდახან) პატარა დაკიდული ფანტელებით, საერთო საფარისგან დარჩენილი. კანი მურისფერი, გლუვი და მბზინავი, დაფარულია ბევრი პატარა ფანტელებით, რომელიც ადვილად სცილდება.

რბილობი ტეთრი, ჰაერზე ფერს არ იცვლის, წყლიანი, მყიფე, უსიამოვნო სუნით და მოტკბო გემოთი.

ფირფიტები ხშირი, თეთრი, ფეხთან არ არის შეზრდილი, ხანდახან მურაფერის ლაქებით ბებერ სოკოებს.

ფეხი 4-12 სმ. სიმაღლის, დიამეტრით 1-1,5 სმ, თეთრი, სილინდრული, ოდნავ შევიწროვებული ზემოთ, ქვემოთ გორგლისებურ-გაფართოებული, ფუყე, თეთრი შეზრდილი რგოლისმაგვარი ვულვით, ხანდახან ბევრფენიანი. ფეხის ზედაპირი ოდნავ ბუსუსებიანი. რგოლი ძალიან ქვემოთ აქვს განთავსებული, დაკიდული, გლუვი, მყიფე, ხანდახან შეიძლება არ ჰქონდეს.

სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები 11×7,5 მკმ, ფართოელისფოიდური.

ცვალებადობა

ქუდი შეიძლება იყოს ღია მურა ფერის, მოყავისფრო, ჭუჭყიანი ზეთისხილისფერი და მონაცრისფრო.

ეკოლოგია და გავრცელება

მიკორიზას (ფესვს) წარმოქმნის ბევრ ხეებთან, გვხვდება წიწვოვან, შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეებში, ხშირად ფიჭვის, მუხის და წიფლის ქვეშ, ურჩევნია ტუტე ნიადაგი. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი კლიმატის ზონებში.

სეზონი ივლისის შუა სექტემბრის ბოლო (მასიურად იძლევა ნაყოფს აგვისტოში და სექტემბრის დასაწყისში).

მსგავსი სახეობებისაკვებად ვარგისი

საკვებად ვარგისი

• მარწყვიო (Amanita rubescens), განსხვავდება რბილობით, რომელიც ჰაერზე ვარდისფერდება და რგოლის დაზოლილი ზედა ზედაპირით.

საკვებად უვარგისი

• შხამასოკომსხვილი (Amanita spissa), იშვიათად გვხვდება, მისგან თავჭედილა განსხვავდება იმით, რომ ნაკლებად ხორციანია, ქუდზე პატარა ფანტელები აქვს, გლუვი რგოლი და საყელოსმაგვარი ვულვა აქვს.

ტოქსიკურობა

ძალიან შხამიანი სოკო. შეიცავს როგორც სხვა შხამიანი „მუხამორებისთვის“ დამახასიათებელ მუსკარინს და მუსკარიდინს, ასევე სკოპოლამინს და ჰიოსციამინს, რომლებიც გვხვდება ლენცოფასტან, ლემასთან და სხვა შხამიან მცენარეებთან. პოპულარული ლიტერატურის ინფორმაციის მიხედვით, „წითლიო შხამასოკოს ტოქსინების და ლენცოფას ტოქსინების კომბინაცია (ანუ მუსკარინის, ტროპინის ალკალოიდების და ჰალუციოგენების კომპლექსი) იწვევს განსაკუთრებულ ინტოქსიკაციას“.